en
ge

საია-ს შეხვედრები საარჩევნო თემების ირგვლივ

რუსთავი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აგრძელებს შეხვედრებს საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით. დღეს შეხვედრა „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის" რუსთავის ოფისში, პოლიტიკური პარტიების, მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის გაიმართა. შეხვედრაზე საუბარი წინასაარჩევნო გარემოსა და არსებული გამოწვევების თაობაზე წარიმართა.
არჩევნების მონიტორინგის დიდ ნაწილს საია პროექტის - „საქართველოში კონკურენტული, სამართლიანი და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა 2016-2018 საარჩევნო ციკლისთვის" - ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მიზანს საქართველოში ინკლუზიური, კონკურენტული და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესების ხელშეწყობა წარმოადგენს.
წყარო: საია-ს გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)