თბილისი. სამოქალაქო აქტივიზმის კვლევის ცენტრი (CARC) აქვეყნებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტის ანა ჯალაღონიას ბლოგპოსტს: „ლეგალიზებული სექსუალობა სუბიექტების გარეშე".
„ჩვენ გვაქვს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შესახებ ნორმა, რომელიც ცალსახად ამბობს, რომ ძალადობა გარკვეული ნიშნით (სექსუალური ორიენტაცია, გენდერული ინდეტობა, რასა თუ სხვ.) არის დასჯადი, ანუ ნორმები არის ადგილზე, თუმცა საქართველოს შემთხვევაში პრობლემა დგას მეორე მხარეს, ჩვენთან ნორმები არ იმპლემენტირდება, ჩვენ არც კი გვყავს ნორმით დაცული სუბიექტი, იმისთვის, რომ დავინახოთ მისი დაცულობა ინდივიდუალურ დონეზე. ნორმა, როცა ის იქნა მიღებული მას არ ჰყავდა და არც დღემდე ჰყავს საკუთარი სუბიექტი. ანუ ვისთვის მივიღეთ ეს ნორმა? ჩვენ არ მიგვიღია ეს ნორმები ქვიარ ჯგუფისთვის, ჩვენ არ მიგვიღია ეს ნორმები სხვადასხვა კატეგორიებისთვის, თუნდაც ტრანსგენდერი ადამიანებისთვის. ეს ნორმები მიღებული იყო ექსპლიციტურად, საერთაშორისო დაკვეთით", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: carc2017.wordpress.com