იმერეთი. არასამთავრობოთა კოალიცია „გამჭვირვალობა თვითმმართველობისათვის" ქუთაისის მერის გადადგომას მოითხოვს. კოალიციის განცხადებით, მათ მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ასევე მერიიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციებზე დაყრდნობით, თვითმმართველობაში მთელი რიგი დარღვევები იქნა აღმოჩენილი: მერიაში პარტიული ინტერესების მიხედვით ადამიანების დასაქმება, საშტატო ერთეულების ზრდა, თანხების არამიზნობრივი ხარჯვა. კოალიციის მიერ წაყენებული მოთხოვნების არ გათვალისწინების შემთხვევაში, აქციის მონაწილეები 21 თებერვლიდან პერმანენტული აქციების მოწყობას გეგმავენ. შეგახსენებთ, კოალიციაში „გამჭვირვალობა თვითმმართველობისათვის" – ქუთაისში მოქმედი 20 არასამთავრობო ორგანიზაციაა გაერთიანებული.