en
ge

IDFI პოლიტიკის დოკუმენტს აქვეყნებს

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი აქვეყნებს პოლიტიკურ დოკუმენტს „დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახური - საქართველო და საერთაშორისო სტანდარტები". დოკუმენტის მიზანია, წარმოაჩინოს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნის აუცილებლობა იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომელიც დღეს არსებული კორუფციასთან ბრძოლის სისტემაში გამოვლინდა.
„უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია კორუფციასთან ბრძოლის საკითხში. ქვეყანა დღეს ღია მმართველობისა და კორუფციის აღქმის საერთაშორისო ინდექსების მიხედვით ლიდერია რეგიონში და ის ხშირად კარგი პრაქტიკის მაგალითად მოჰყავთ სხვადასხვა ფორუმებზე თუ კონფერენციებზე", - ვკითხულობთ დოკუმენტში, - „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის მექანიზმების დახვეწა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, იმ ფონზე, როდესაც საქართველო ასრულებს ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგს და 2018 წელს ხდება ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) თავმჯდომარე ქვეყანა; პარტნიორობისა, რომლის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს".
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)