სამცხე-ჯავახეთი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აქვეყნებს განცხადებას ახალციხეში „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის და მისი ოჯახის წევრებზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით.
„როგორც გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, შესაძლოა, დანაშაულის ჩადენა დაკავშირებული იყოს დაზარალებულის პოლიტიკური აქტივობასა და შეხედულებებთან. ამიტომ უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ბრალდებისა და გამოძიების ორგანოებმა გამოძიების საწყის ეტაპზევე სათანადო ყურადღება მიაქციონ ამ გარემოებას, გამოიკვლიონ საქმეში არსებული შესაძლო პოლიტიკური მოტივი, მიანიჭონ სათანადო კვალიფიკაცია (სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე პრიმა მუხლზე მითითებით) და დადასტურების შემთხვევაში, ეს ნიშანი განიხილონ პასუხისმგებლობის დამძიმების კონტექსტში", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.gyla.ge