გურია. „ახალგაზრდა
პედაგოგთა კავშირის" ოფისში ორგანიზაციის პარტნიორი
სკოლების მოსწავლეთა თვითმმართველობების წარმომადგენლებისთვის პროექტების წერის შესახებ
ტრენინგი ჩატარდა.
ტრენინგზე დეტალურად იქნა
განხილული პროექტზე მუშაობის ეტაპები: თუ როგორ უნდა გამოვავლინდეს პრიორიტეტული პრობლემა, როგორ უნდა მოხდეს კონკრეტული იდეების დამუშავება და
პროექტის ძირითადი მონახაზის ჩამოყალიბება.
მოზარდებმა, ტრენინგის მიმდინარეობის დროს შეიმუშავეს რამდენიმე
საპროექტო იდეა,
რომელიც პროექტის სახით მომზადდება და „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის"
მიკროგრანტების კონკურსზე იქნება წარდგენილი.
კონკურსი პარტნიორი სკოლების
მოსწავლეთა თვითმმართველობებისთვის ორგანიზაციამ მიმდინარე თვეში გამოაცხადა.