თბილისი. ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიურო აქვეყნებს ნარგიზა არჯევანიძის კვლევითი პროექტის მცირე ნაწილს, სტატიის სახით: „გაჭიანურებული დევნილობის გამოცდილება დევნილი ქალების ნარატივებში".
„როგორც უკვე აღვნიშნე, აფხაზეთიდან დევნილები დაუსრულებელი მოლოდინის მდგომარეობაში არიან, რასაც საკუთარ სახლებში დაბრუნების გაურკვევლობა კიდევ უფრო ამძაფრებს. ბევრი მათგანი „დროებით" საცხოვრებელში კვლავ გაურკვეველი ვადით ცხოვრობს. ამდენად, გაჭიანურებული დევნილობა იქცა ერთგვარ განგრძობით მდგომარეობად, რასაც შეიძლება ქრონიკული კრიზისის გამოცდილება ვუწოდოთ.
ჩემ მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში დევნილი ქალები ომის მოვლენებს 25-26 წლის დისტანციიდან უბრუნდებიან, თუმცა, წლების მიუხედავად, ომის გამოცდილების გახსენება ბევრი მათგანისთვის კვლავ მტკივნეულია და ეს გამოცდილება, ანთროპოლოგი ვინა დასის (Veena Das) სიტყვები რომ მოვიხმოთ, განაგრძობს არსებობას, როგორც ერთგვარი „განსხეულებული მომწამვლელი ცოდნა”, რომლის მეხსიერებიდან წაშლა იოლი არ არის", ნათქვამია ნაშრომში.
წყარო: www.feminism-boell.org