თბილისი. „ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო" ქართულ მედიაში ჯორჯ სოროსთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს ეხმაურება.
„ქართულ მედიაში მუდმივად ვრცელდება მითები ფილანტროპ ჯორჯ სოროსის ანტიქართული საქმიანობის შესახებ. გაზეთ "ასავალ-დასავალის" 2016 წლის 12-18 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა პოლიტიკური გაერთიანება "ქართული იდეის" ლიდერის, სანდრო ბრეგაძის ინტერვიუ, რომელიც მორიგ დეზინფორმაციას შეიცავდა", - ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში.
მასალა პუნქტობრივად პასუხობს ყველა საკითხს, რომელიც ხსენებულ ინტერვიუშია ნახსენები.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი