სამეგრელო.საქართველო – ევროკავშირის
თანამშრომლობის პერსპექტივები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა მონაწილეობა
ევროინტეგრაციის პროცესში - ამ
საკითხებზე 19 თებერვალს, ზუგდიდში შეხვედრა გაიმართა. ქუთაისის განათლების განვითარების
და დასაქმების ცენტრის ექსპერტმა გივი მიქანაძემ არასამთავრობო ორგანიზაციებს გააცნო
„აღმოსავლეთ პარტნიორობის" მიზნები და საქართველოს ეროვნული პლატფორმის საქმიანობა,
რომელიც თანამშრომლობის პროცესში სამოქალაქო სექტორის მონაწილეობას გულისხმობს. ექსპერტის
თქმით, არასამთავრობოებს უკვე ამოქმედებული პლატფორმა საშუალებას აძლევს საკუთარი შენიშვნები, დააფიქსირონ და წვლილი შეიტანონ მონიტორინგის განხორციელებასა და
ადვოკატირების პროცესში. ექსპერტმა განაცხადა, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების
პროცესი თანმიმდევრულად, ეტაპობრივად უნდა წარიმართოს. ერთ–ერთი ძირეული წინაპირობა
საამისოდ ქვეყანაში ჯანსაღი, კონკურენტული გარემოს შექმნაა. მისი თქმით, საქართველოს
აქვს რეალური შესაძლებლობა და პოტენციალი, მიუახლოვდეს და ინტეგრირდეს ევროკავშირთან
სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა ვადების განსაზღვრა, დაკონკრეტება დღეს ხელაღებით რთულია.