en
ge

არასამთავრობოები ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ

იმერეთი. ქუთაისში მოქმედი  არასამთავრობო ორგანიზაციები  ქუთაისის თვითმმართველობას კოორდინირებული მუშაობისკენ მოუწოდებენ. ამ ფაქტთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორმა საზოგადოებას,  დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, მათ მიერ შედგენილი ერთობლივი განცხადება გააცნეს. „ვინარჩუნებთ რა სრულ პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს, პოლიტიკურ პროცესებში ჩართულ თითოეულ მხარეს მოვუწოდებთ, დაიცვან საქართველოს კანონმდებლობა და ჩვენი ქვეყნის მიერ აღიარებული საერთაშორისო ვალდებულებები. გამოიჩინონ ერთმანეთისა და მთლიანად საზოგადოების მიმართ პატივისცემა და პოლიტიკური პროცესები წარმართონ მშვიდ და ინსტრუქციულ გარემოში." - ნათქვამია განცხადებაში. 
არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნაა, ქუთაისის თვითმმართველობამ ყოველთვიურად გამოაქვეყნოს დეტალური ინფორმაცია მერიის სარეზერვო ფონდიდან გაწეული ხარჯების შესახებ. ასევე მიაწოდოს საზოგადოებას ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაწეული ნებისმიერი ხარჯის დასაბუთება. არასამთავრობობები  ასევე მოითხოვენ, უახლოეს მომავალში დაიწყოს მუშაობა 2014 წლის ადგილობრივ  ბიუჯეტზე, რაც მათი აზრით, ხელს შეუწყობს  ბიუჯეტში არსებული თითოეული პროგრამა ჩამოყალიბებული მიზნებითა და ამოცანებით გაიწეროს. 



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)