en
ge

არასამთავრობოების მიმართვა წამების მსხვერპლი პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრებისადმი

თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციებმა წამების მსხვერპლი პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრებისადმი მიმართვა გაავრცელეს.  „არასამთავრობო ორგანიზაციები მივმართავთ ნაწამებ პატიმრებს,  ყოფილ პატიმრებს, პრობაციონერებსა და მათი ოჯახების წევრებს და მოვუწოდებთ, თავადაც დაიწყონ აქტიური მოქმედება შელახული უფლებებისა და ღირსების აღსადგენად. ჩვენ, ჩვენის მხრიდან კი გამოვთქვამთ მზაობას ამა თუ იმ ფორმით აღმოგიჩინოთ დახმარება და ხელი შევუწყოთ პრობლემის სამართლიან გადაწყვეტას." ნათქვამია განცხადებაში. არასამთავრობოები წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტური გამოძიებისათვის, წამების მსხვერპლ პატიმრებს მოუწოდებენ თავად მიმართონ დამოუკიდებელ სასამართლო ექსპერტიზას, რათა დროულად მოხდეს წამებისა და ძალადობის ნიშნებისა და კვალის აღწერა და დოკუმენტალურად დაფიქსირება. მიმართვას ხელი 8 არასამთავრობო ორგანიზაციამ მოაწერა. 
სრულად
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)