თბილისი. გენდერული საინფორმაციო პორტალი აქვეყნებს ინფორმაციას პირველ ქალ ავიატორზე, რომელიც სამოქალაქო ავიაციაში მოღვაწეობს.
ნადია ბენკლიანი მფრინავების ოჯახიდანაა და მფრინავის კაბინა პირველად 13 წლის ასაკში ნახა.
„როგორც თავად ამბობს საკუთარი არჩევანი გააზრებული აქვს და ყოველთვის ჯიუტად მიდიოდა მიზნისკენ. არჩეული პროფესიის მიმართ საზოგადოების რეაქციასა და საავიაციო გამოცდილებაზე ნადია ბენკლიანი ვიდეოში საუბრობს", ნათქვამია გენდერული საინფორმაციო პორტალის ვებ-გვერდზე.
წყარო: ginsc.net