იმერეთი. სამოქალაქო განვითარების სააგენტომ (სიდა) ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ტრენინგი ჩაატარა.
„ტრენინგი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა: მსოფლიოში/ევროპაში მიმდინარე მიგრაციული პროცესი; რეგულირებული და არარეგულირებული მიგრაცია ევროკავშირში; უვიზო მიმოსვლით წესები; შრომითი ექსპლოატაციის/ტრეფიკინგის საფრთხეები და პრევენციის გზები; თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნა ევროკავშირში; დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაცია", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში