აჭარა, გურია. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ბათუმისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში დასაქმების ადგილზე და საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების პრევენციის თემაზე საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეს.
შეხვედრებს მერიის, გამგეობისა და საკრებულოს აპარატის 50-მდე თანამშრომელი დაესწრო.
მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია სექსუალური შევიწროების ფორმების, არსებული მითების, ადგილობრივი და საერთაშორისო რეგულაციების თაობაზე. მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისთვის გაიმართა სექსუალური შევიწროების შესახებ ელექტრონული კურსის პრეზენტაციაც. შედგა დისკუსია.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი