სამცხე–ჯავახეთი. 20 თებერვალს, ახალციხეში სოციალური სამართლიანობის მსოფლიო დღე აღნიშნეს. ღონისძიება, საზოგადოებრივი ორგანიზაციების „ყველა ყველასთვის" და ,,დემოკრატ მესხთა კავშირის" ინიციატივით ქალაქის ცენტრალურ პარკში მოეწყო. ღონისძიების მსვლელობისას მისმა ორგანიზატორებმა საჯარო უწყებების თანამშრომლებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ეტლით გადაადგილება შესთავაზეს. მსგავსი ექსპერიმენტის მიზანი იმის ჩვენება იყო, რა პრობლემები აქვთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ახალციხეში და რამდენად ადაპტირებულია ქალაქი მათთვის.
ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.