en
ge

საია: „მოვუწოდებთ პოლიციას შეწყვიტოს მშვიდობიანი შეკრების უფლებაში ჩარევა“

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია „საქართველოს რკინიგზასთან" მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს და პოლიციას მოუწოდებს, შეწყვიტოს მშვიდობიანი შეკრების უფლებაში ჩარევა.
„შეკრების უფლებაში ჩარევამ განგრძობითი ხასიათი მიიღო და აქციის მონაწილეებს დღემდე არ ეძლევათ შესაძლებლობა, მშვიდობიანი პროტესტი გამოხატონ იმ ფორმით, რომელსაც თავად ანიჭებენ უპირატესობას. აღსანიშნავია, რომ კარავი განთავსებული იყო იმ ადგილას, სადაც შიმშილობის აქცია მიმდინარეობს. აღნიშნული ტერიტორია არ წარმოადგენს ტრანსპორტის სავალ ნაწილს. აქციის მონაწილეების მიერ შერჩეულ ადგილას აქციის მიმდინარეობა არ აფერხებს მოძრაობას და არც რომელიმე შენობის ფუნქციონირების შეფერხებას/ბლოკირებას იწვევს. შესაბამისად, პოლიციის ქმედება, არ დაუშვას აქციის მონაწილეების მიერ შეკრების ადგილას კარვის განთავსება, წარმოადგენს მშვიდობიანი შეკრების ფორმის კონტროლის დემონსტრირებას, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციითა და შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონით გარანტირებულ შეკრების უფლების არსს”, - წერია განცხადებაში.
საია, ასევე, მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, შეისწავლონ იმ პოლიციელების ქმედებები, რომლებიც მონაწილეობდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვაში და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)