აჭარა. 21 თებერვალს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, აჭარის დასაქმების სააგენტო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა მიზნად ისახვდა პროექტის პრეზენტაციას, რომელიც მოიცავს სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სამთვიან გადამზადების კურსს. ამ ეტაპის გავლის შემდეგ, კურსდამთავრებულები, ზომიერად შეზღუდვის მქონე პირები სააგენტოს შეუძლია დაასაქმოს შემდეგი პროფესიების კუთხით: მზარეული, ზეინკალი, ელექტრიკოსი, სტილისტი და სხვა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოიწონეს აღნიშნული პრეოქტი და საზოგადოების აღნიშნული სეგემნიტის შესაზებ ინფორმაციის მიწოდების კუთხით თანამშრომლობა შესთავაზეს.