იმერეთი. 20 თებერვალს, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა ქუთაისის მე-40 საჯარო სკოლის 9-10-11 კლასის მოსწავლეებისათვის ჩაატარეს თანატოლთა განათლების მორიგი ტრენინგი. იგი გაიმართა დებატებისა და საჯარო გამოსვლების ტექნიკების თემატიკაზე. მონაწილეებმა შეისწავლეს დებატების ტექნიკები. განხილული იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: სწორი არგუმენტაცია, მტკიცებითი პოზიცია, უარმყოფელი პოზიცია, ჯვარედინი დაკითხვა, მომხსენებელთა მოვალეობები, რეზოლუციის შერჩევა. მოსწავლეებს საშუალება მიეცათ გაეკეთებინათ საჩვენებელი დებატები.
თანატოლთა განათლების ტრენინგები ორგანიზებული იქნა „საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების" პროექტის (ANI) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
წყარო: kedec.ge