en
ge

ნარჩების გატანისა და გადამუშავების პერსპექტივები

შიდა ქართლი. 20 თებერვალს, გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მუნიციპალური სერვისების მიმწოდებელთა ასოციაციამ ჩაატარა  მომსახურების გაუმჯობესების გეგმის (SIP) საჯარო მოსმენა. რომელიც მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობის გამჭვირვალობისა  და თვითმმართველობის საქმიანობაში მოსახლეობის ჩართულობის გაზრდას ისახავს  მიზნად.  
შეხვედრზე საუბარი შეეხო გორში ნარჩენების გატანისა და გადამუშავების პერსპექტივას. როგორც გამომსვლელებმა აღნიშნეს, გორის მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, ნარჩენების გადამამუშავებელი წარმოების შექმნა რენტაბელური იქნება და მისი ღირებულება შეადგენს 16 მილიონ დოლარს.
მათ მიერ წარმოდგენილ იქნა შესაბამისი გაანგარიშება და მონახაზი. გაიმართა დისკუსია წარმოდგენილი გეგმის გარშემო.
გორის ნარჩენების გატანის გეგმა შემუშავდა აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID მიერ დაფინანსებული პროგრამის – „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში" (G3) – ადგილობრივი თვითმმართველობის კომპონენტის ფარგლებში. 
შეხვედრას ესწრებოდნენ გორის არასამთავრობო ორგანიზაციების, მასმედიის და ადგილობრივი თვითმმართველობის  წარმომადგენლები.



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023