კახეთი. თელავის მედია კაფეში დასაქმების შესახებ ორდღიანი სემინარი მიმდინარეობს. სემინარებს თელავის ახალგაზრდული ქრისტიანული ასოციაცია და ფისქორფის ამერიკელი მოხალისეები ატარებენ.
კარლ სქენსონი, ამერიკელი მოხალისე: ,,შეხვედრაზე მოვიწვიეთ დაუსაქმებელი ადამიანები, მათ შორის თელავში მცხოვრები დევნილები. ვცდილობთ, შევასწავლოთ რამდენიმე მეთოდი თუ როგორ მოიძიონ სამსახური. ეს არის ტრენინგის პირველი ეტაპი. მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები დაგეგმილი გვაქვს კახეთის დანარჩენ მუნიციპალიტეტებშიც".
შეხვედრას 20 ადამიანი ესწრებოდა. მონაწილეთა თქმით, მსგავსი სახის საინფორმაციო შეხვედრები მნიშვნელოვანია, რომელიც მათ სამსახურის ძიებისას გამოადგებათ.