en
ge

ევროინტეგრაცია – საქართველოს მომავალი

იმერეთი. ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის პროექტის – „ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება - გზა ევროინტეგრაციისკენ" – ფარგლებში დეპუტატმა ომარ ნიშნიანიძემ ახალგაზრდებს თანამედროვე გამოწვევებზე ესაუბრა. შეხვედრა, 22 თებერვალს,  საქართველოს სახალხო დამცველის ქუთაისის ოფისში გაიმართა. სტუდენტებმა შეხვედრაზე საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს, რაც დეპუტატისთვის საინტერესო აღმოჩნდა. როგორც ომარ ნიშნიანიძემ აღნიშნა, სტუდენტების მხრიდან კრიტიკული ხედვები ქვეყნის მომავლისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია. შეხვედრაზე  საქართველოს საგარეო პოლიტიკა განიხილეს და ევროინტეგრაციისკენ სვლის აუცილებლობას კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი. პროექტის მიზანი „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მიზნების მიღწევის პროცესსა და საქართველოს ეროვნული პლატფორმის მუშაობაში, რეგიონული ორგანიზაციების ჩართულობის გაზრდა და მათი სრულფასოვანი მონაწილეობის ხელშეწყობაა. პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო".



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)