en
ge

სასჯელაღსრულების სისტემაში C ჰეპატიტის პრევენციის პროგრამის შემუშავება

თბილისი. ფონდი „ღია საზოგადოება–საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთი ხუციშვილმა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა  სასჯელაღსრულების სისტემაში ჰეპატიტი „C"-ს პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამის შემუშავების თაობაზე ერთობლივი განცხადება გააკეთეს. 
ფონდი „ღია საზოგადოება–საქართველოს" მხარდაჭერით კონკურსის საფუძველზე შეირჩევა სამი ექსპერტი, რომლებიც პროგრამის დოკუმენტზე მუშაობას მარტის ბოლოს შეუდგებიან.
პროგრამული დოკუმენტი განსაზღვრავს თუ რამდენი მსჯავრდებულის მკურნალობა მოხდება წლის განმავლობაში, რა კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩევიან პაციენტები, რა სქემებით ჩაუტარდებათ მათ მკურნალობა და რა ფინანსური რესურსი იქნება საჭირო.
ექსპერტების შექმნილ დოკუმენტს განიხილავენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები, რის შემდეგაც ის წარედგინება მთავრობას და დონორ ორგანიზაციებს დასაფინანსებლად.
წყარო: osgf.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)