en
ge

საკადრო ცვლილებები საზოგადოებრივ მაუწყებელში

თბილისი.ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა საზოგადოებრივი მაუწყებლიდან განთავისუფლებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.  2012 წლის 20 ოქტომბრის შემდეგ პერიოდში საზოგადოებრივ მაუწყებლიდან 164 თანამშრომელი განთავისუფლდა, ხოლო კონტრაქტი გაფორმდა მხოლოდ 22 ახალ თანამშრომელთან. მიღებული თანამშრომლების უმეტესობა დაინიშნა იგივე თანამდებობაზე, საიდანაც წინა თვეებში დაითხოვეს თანამშრომლები. „სამწუხაროდ შეკითხვაზე თანამშრომელთა განთავისუფლების მიზეზების შესახებ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა წერილში განმარტა, რომ „შრომითი ხელშეკრულებები შეწყდა სხვადასხვა მიზეზით მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად”, თუმცა განთავისუფლების კონკრეტული მიზეზები წერილში არ არის განმარტებული", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)