en
ge

თბილისის ბიუჯეტის მონიტორინგის შედეგები

თბილისი. 12 ივნისს, თბილისის ბიუჯეტის მონიტორინგის შუალედური შედეგები წარმოადგინა სამმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს" ოფისში.  ქალაქის ბიუჯეტის მონიტრონგი დაახლეობთ სამი თვეა მიმდინარეობს და მას სხვადსხვა მიმართულებით სამი სხვადასხვა ორგანიზაცია ახროციელებს. ეს ორგანიზაციებია: "პი-ემ- სი კვლევითი ცენტრი", „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი" და „კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევების ცენტრი".
მონიტორინგი შემდეგი მიმართულებით ხორციელდება:  თბილისის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების მონიტორინგი, თბილისის დასუფთავებისა და სანიტარულ წესრიგზე დახარჯული თანხების მონიტორინგი, სარეზერვო ფონდის მონიტორინგი და სკოლამდელი განათლების დაწესებულებების მონიტორინგი. 
„კვლევის შედეგად დაფიქსირდა, რომ მეტი გამჭვირვალობაა საჭირო თბილისის ბიუჯეტის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში.  ერთ–ერთი მიგნება ისა, რომ წლების მანძილზე მცირდება დანახარჯები გარემოს დაცვასა და განათლებაზე, მაშინ როდესაც უსაფრთხოების დაცვაზე, კულტურის პროგრამასა და გართობაზე მეტი თანხები იხარჯება. ასევე, სარეზერვო ფონდების მონიტორინგისას გამოიკვეთა, რომ სარეზერვო ფონდებისთვის არ არის აუცილებელი საქართველოს შესყიდვების კანონმდებლობის დაცვა , რაც ზრდის ამ ფონდებიდან დახარჯული თანხების არაგამჭვირვალობის რისკს" – ამბობს ფონდი „ღია საზოგადოება–საქართველოს" წარმომადგენელი, ირინა ლაშხი.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)