en
ge

საია: საკრებულომ „თაბორი რიზორთს“ და „თბილისი სითის“ მიწა არ უნდა გადასცეს

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ „თაბორი რიზორთს" და „თბილისი სითის" მიწის ნაკვეთები არ უნდა გადასცეს. ამის მიზეზად საია შემდეგ გარემოებებს ასახელებს:
•საიას ხელთ არებული ოფიციალური დოკუმენტაციით, აღნიშნული პროექტის განხორცილება „თაბორი რიზორთსის" მხრიდან თბილისის ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში არსებულ ტერიტორიას მოიცავს;
•კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, მსგავსი პროექტების ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში განხორციელება დაუშვებელია;
•„თბილისი სითის" მხრიდან 1 ლარად ქონების საკუთრებაში მიღების სანაცვლოდ, არანაკლებ 30 მიწისქვეშა ავტოსადგომის მოწყობა არ წარმოადგენს „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის" მქონე შემთხვევას.
ამ და სხვა მიზეზების გათვალისწინებით, საია მოუწოდებს თბილისის საკრებულოს, მხარი არ დაუჭიროს თბილისის მერიის მიერ გაგზავნილი განკარგულებების და ხელშეკრულებების პროექტებს.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)