თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” (TI) შექმნა ვებგვერდი Chemikhma.ge, რომლის მიზანია, საქართველოს მოქალაქეებს 2017 წლის თბილისის მერის არჩევნებში მათთვის სასურველი არჩევანის გაკეთებაში დაეხმაროს.
ვებგვერდზე განთავსებულია სპეციალური კითხვარი, რომელიც საჯარო პოლიტიკასთან დაკავშირებული 20 დახურული კითხვისგან შედგება. ასევე, მოცემულია ამ კითხვებზე თბილისის მერობის შემდეგი 6 კანდიდატის პასუხები. ამომრჩეველს საშუალება აქვს, შეავსოს იგივე კითხვარი და გაიგოს, თუ მერობის რომელი კანდიდატის მოსაზრებებთან დგას იგი ყველაზე ახლოს.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი