კახეთი. 22–23 თებერვალს
თელავის მედია-კაფეში, ჩატარდა
სამუშაო შეხვედრა,
რომელიც ეხებოდა პროექტის
- „ტერორის ტოპოგრაფია - საბჭოთა
თელავის" პრეზენტაციას.
ასევე, მოეწყო პროექტის
მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრა დაინტერესებული
ჯგუფისათვის, რომელიც წლის განმავლობაში
გააგრძელებს თანამშრომლობას პროექტის - „ტერორის ტოპოგრაფია - საბჭოთა
თელავის" განსახორციელებლად.
ირაკლი ხვადაგიანი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი:
,,ეს დღეები ვხვდებით სამიზნე ჯგუფს, ამ საკითხით დაინტერესებულ მოსახლეობას.
გვინდა, შევქმნათ ისეთი ჯგუფი, რომელიც დამოუკიდებლად მოიძიებს ინფორმაციებს
საბჭოთა თელავის შესახებ და მოგვაწვდის. ვიმედოვნებთ, რომ ჩართულობა იქნება მაღალი
და ამ ნაბიჯით ეს ადამიანები ხელს შეუწყობენ ისტორიის შემონახვას. არსებობენ
ადამიანები, რომლებიც ცოცხალ მაგალითს წარმოადგენენ იმ პერიოდისას და ის ოჯახები, რომელთა
წინაპრებიც რეპრესირებულნი იყვნენ".
„ტერორის
ტოპოგრაფია - საბჭოთა თელავი" სათემო განვითარების ცენტრისა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის
ერთობლივი პროექტია.