en
ge

სახალხო დამცველი ევროპარლამენტის და ევროკომისიის წარმომადგენლებს შეხვდა

11-12 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ბრიუსელში ევროპარლამენტისა და ევროკომისიის შეხვდა და საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა გააცნო.
სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებით გამოწვეულ პოზიტიურ პროცესებს, პენიტენციურ სისტემაში მდგომარეობის გაუმჯობესებასა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის წარმატებით განხორციელებას; ყურადღება გაამახვილა სასამართლო სისტემის ხარვეზებზე, საკონსტიტუციო რეფორმის მიმდინარეობასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე; ისაუბრა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექნის აუცილებლობაზე, რაც განპირობებულია სამართალდამცველთა მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილი არასათანადო მოპყრობისა და ძალის გადამეტების ფაქტების ეფექტურად გამოძიების ხარვეზებით; ასევე, მიმოიხილა სამუშაო ადგილებზე გარდაცვალებისა და დაშავების ფაქტები და შრომის ინსპექციის შექმნის აუცილებლობა, ქვეყანაში არსებული მედია გარემო და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმე.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)