en
ge

დებატები კონსტიტუციის საკითხებზე

თბილისი. JILEP-ის დაფინანსებულმა ბიზნეს სამართლის ეროვნულმა ცენტრმა, რიგით მეორე ყოველწლიური კონსტიტუციური სამართლის ზამთრის სკოლის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 21 სამართლის სტუდენტს უმასპინძლა. ზამთრის სკოლის სტუდენტებს საშუალება მიეცათ კონსტიტუცური სამართალი გლობალური პერსპექტივიდან დაენახათ. ზამთრის სკოლაში, სტუდენტები ესწრებოდნენ ლექციებს  და მართავდნენ დებატებს  ისეთ თემებზე როგორიც არის: „კონსტიტუცია როგორც შეზღუდვა"; კონსტიტუციის შემუშავების პროცედურები,; კონსტიტუციის რატიფიკაცია; და კონსტიტუციური რეფორმა პოსტ-კომუნისტურ პერიოდში. კურსი შეიმუშავა და ჩაატარა ვოშბორნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის (ტოპეკა, კანზასი) პროფესორმა ჯეფრი ჯექსონმა, კონსტიტუციური სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტ კონსტანტინე ვარძელაშვილთან და თავისუფლების ინსტიტუტის  თავმჯდომარე - ლევან რამიშვილთან ერთად.
წყარო: ewmi-jilep.org/


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023