ქვემო ქართლი. საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნაწილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საარჩევნო ოლქში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. საქმე ეხება საარჩევნო სუბიექტ „ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველოს" ყველა კანდიდატის მიერ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმას, რამაც პარტიის საარჩევნო სიის გაუქმება გამოიწვია.
„ევროპული საქართველოს" ინფორმაციით, თეთრიწყაროს გარდა, სხვა მუნიციპალიტეტებშიც მოხდა კანდიდატების გადარწმუნება, რიგ შემთხვევებში - დაშინება, რათა მათ რეგისტრაციიდან თავი მოეხსნათ. აღსანიშნავია, რომ, გარდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისა, ინფორმაცია სავარაუდო ზეწოლისა იძულების ფაქტებზე, ასევე, ვრცელდება სხვა პარტიების კანდიდატების მიმართაც, მათ შორის, ასპინძაში და დმანისში", - ნათქვამია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, - „მსგავსი ფაქტები, მიუღებელია და, დადასტურების შემთხვევაში, ჩრდილს მიაყენებს მშვიდ, თანაბარ, სამართლიან და კონკურენტულ საარჩევნო გარემოს. ამავდროულად, ვინაიდან გავრცელებული ინფორმაციები სავარაუდოდ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, აუცილებელია მათზე მყისიერი რეაგირება”.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი