en
ge

ISFED არჩევნების დღისთვის მზად არის

თბილისი. 16 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნებზე მაღალი ხარისხით დაკვირვების უზრუნველსაყოფად, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) არჩევნების დღის სიმულაცია განახორციელა.
სიმულაცია ISFED-ის სადამკვირვებლო მისიის წინასაარჩევნო მომზადების ნაწილი იყო და მიზნად ისახავდა დამკვირვებლების, ცენტრალური ოფისის ოპერატორების, მონაცემთა ბაზისა და კომუნიკაციის სისტემის გამოცდას. სიმულაციაში მონაწილეობა ორგანიზაციის თითოეული დამკვირვებლისთვის აუცილებელი წინაპირობაა არჩევნების დღის მისიაში მოსახვედრად.
21 ოქტომბერს, არჩევნების დღის მიმდინარეობას „სამართლიანი არჩევნების" 1200-მდე მოკლევადიანი დამკვირვებელი საარჩევნო უბნებზე ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით დააკვირდება. მათ შორის 350 დამკვირვებელი თბილისის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოვლენილ უბნებზე განთავსდება ხოლო 300-ზე მეტი დამკვირვებელი საარჩევნო უბნებზე შემთხვევითი შერჩევით მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება გადანაწილებული. ამასთან, ISFED-ის დამკვირვებლები სრულად იქნებიან წარმოდგენილი ყველა საარჩევნო უბანზე ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, რუსთავში, მარნეულსა და ახალციხეში.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღის სადამკვირვებლო მისიას ISFED შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), გერმანიის ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტროს, და ფონდ „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის" (NED) მხარდაჭერით ახორციელებს.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)