თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მონიტორინგის შუალედურ შედეგებს აქვეყნებს.
ორგანიზაციის დაკვირვებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 2017 წლის 1 ივნისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თვალსაზრისით, გამოიკვეთა რამდენიმე ნეგატიური ტენდენცია, რასაც, შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოეხდინა საარჩევნო პროცესზე. მათ შორის, განსაკუთრებით პრობლემური იყო საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული თანამშრომლების საარჩევნო კამპანიაში ჩართვა.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი