სვანეთი. კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრის ზემო სვანეთის პროექტის ფარგლებში, მესტიის რესურს ცენტრში გერმანელი მოხალისეების ინციიატივით შეიქმნა ინგლისური ენის კლუბი, სადაც ზემო სვანეთის ახალგაზრდებს საშუალება აქვთ მათთან ერთად იმსჯელონ და ისაუბრონ საინტერესო თემებზე. თამაშების, ფილმებისა და სიმღერების საშუალებით გაიუმჯობესონ ინგლისურ ენაზე საუბრის უნარები.
მოხალისეები პროექტში ერთი წლის მანძილზე იმუშავებენ, ისინი გერმანული ორგანიზაცია
EED-ის მოხალისეობრივი პროგრამის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს გერმანელი ახალგაზრდების გაგზავნას პარტნიორ ორგანიზაციებში ერთი წლით მოხალისეობრივად სამუშაოდ.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში