თბილისი. 27 თებერვალს, 18:00 საათზე ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება მერაბ მამარდაშვილისადმი მიძღვნილი სემინარი თემაზე „რას იტყოდა მერაბ მამარდაშვილი დღეს". მოხსენებას გააკეთებს ლევან ბერძენიშვილი.
სემინარი იმართება პროექტის „ეძღვნება მერაბ მამარდაშვილს 2" ფარგლებში, რომელსაც სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრი ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით 2012 წლის აპრილიდან ახორციელებს.
წყარო:osgf.ge