თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ შუალედური კვლევა მოამზადა.
„კვლევის თანახმად, 1 ივნისიდან 1 ოქტომბრამდე პერიოდში 10 319 998 ლარის ოდენობის მთლიანი შემოწირულობების 93% მმართველმა პარტიამ მიიღო, რაც 12-ჯერ მეტია დანარჩენი 14 კვალიფიციური სუბიექტის მიერ ჯამურად მიღებულ თანხებზე", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.transparency.ge