თბილისი. 2017 წლის 5 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს მთავრობასა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოქალაქეობის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენის შესახებ მიმართა.
საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განმცხადებელს აქვს საქართველოში მუდმივი ბინადრობის მოწმობა, თუმცა, იგი ვერ სარგებლობს C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამით, ვინაიდან არ არის საქართველოს მოქალაქე. სახალხო დამცველმა სამინიტროს მოუწოდა, გონივრულ ვადაში უზრუნველყოს განმცხადებლის მიერ C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა, საქართველოს მთავრობას კი, მიმართა, აღნიშნულ პროგრამაში შესაბამისი ცვლილებები განახორციელოს.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი