2017 წლის 17-24 სექტემბერს, RDFG-სა და თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის (LAG) მმართველობითი საბჭოს წარმომადგენლებმა ლიტვაში, გაცვლით სასწავლო ვიზიტში მიიღეს მონაწილეობა. ერთი კვირის განმავლობაში ქართული დელეგაცია ლიტვის 7 მუნიციპალიტეტის LAG-ებს სტუმრობდა.
ვიზიტი თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრებისათვის LEADER მიდგომის ფარგლებში განხორციელებული წარმატებული მაგალითების გაცნობას ისახავდა მიზნად. ის ნაწილია RDFG-ს პროექტისა - „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში", რომელიც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის მეორე ფაზის ფარგლებში ხორციელდება. პროექტის პარტნიორები არიან აგრო-ტექნოლოგიების ასოციაცია (ATA), ლიტვის განვითარების ჯგუფების ქსელი (VVGT) და ლიტვის სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი