en
ge

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები წინასაარჩევნო გარემოს შეფასება

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, სამართლიანი არჩევნები და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) წინასაარჩევნო გარემოს აფასებს.
„წინასაარჩევნო პერიოდი, ძირითადად, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა და პოლიტიკური პარტიების აქტივობა შესამჩნევი იყო.
...მთელი ქვეყნის მასშტაბით, აშკარა იყო მმართველი პარტიის დომინანტური მდგომარეობა კამპანიის პერიოდში, რაც პარტიების შემოწირულობებისა და წინასაარჩევნო ხარჯვის მხრივ არსებულ საგრძნობ დისბალანსშიც გამოიკვეთა. მიუხედავად იმისა, რომ ძალადობრივ ინციდენტებს მასიური სახე არ ჰქონია, არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად, მნიშვნელოვნად იმატა ზეწოლა-მუქარის შემთხვევებმა. კვლავ პრობლემურად რჩება მმართველი პარტიის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ტენდენცია. რიგ შემთხვევებში, ადგილი ჰქონდა წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის, აგიტაციაში კანონდარღვევით მონაწილეობის შემთხვევებს, მათ შორის საჯარო მოხელეებისა და საარჩევნო კომისიის წევრების მიერ. ამომრჩევლის მოსყიდვის მნიშვნელოვანი ფაქტების შესახებ არ გამხდარა ცნობილი", ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: www.transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)