თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა სოციაციის დასკვნით, 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით, ძირითადად, მშვიდ ვითარებაში წარიმართა, ადგილი არ ჰქონია ძალადობის შემთხვევებს. თუმცა, დაფიქსირდა რიგი დარღვევები, რომლებიც სცდებოდა პროცედურული ხასიათის პრობლემებს.
კენჭისყრის დღის განმავლობაში, საია-ს დამკვირვებლებმა დაწერეს 147 საჩივარი (აქედან 66 - საოლქო კომისიის დონეზე) და 162 შენიშვნა.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი