თბილისი. 2017 წლის 5 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა, ორივე მშობელთან ბავშვის ურთიერთობის უფლებისა და საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს რეკომენდაციით მიმართა.
საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, ხშირ შემთხვევაში, არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესი არასაკმარისადაა გათვალისწინებული და იზღუდება ბავშვის ორივე მშობელთან ურთიერთობის უფლება, ასევე სათანადოდ არ ხორციელდება არასრულწლოვანთა მიმართ ოჯახის წევრების მხრიდან ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევების გამოვლენა.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი