en
ge

„ქართულ–აფხაზური გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის პრობლემები“

სამეგრელო. აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების კვლევის შედეგები წარმოადგინეს, 25 თებერვალს, ზუგდიდში,  სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა და არასამთავრობო ორგანიზაცია „იმედმა". გამოკითხვა ჩატარდა ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მდებარე 11 დასაახლებაში, სულ გამოიკითხა 500 ადამიანი. 
სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის წარმომადგენელმა გიორგი თარხან–მოურავმა განაცხადა, რომ კვლევის შედეგად გამოიკვეთა ფაქტორები, რომლებიც ხელს უშლის სამეგრელო–ზემო სვანეთში განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების ეფექტურ განხორციელებას. ეს ფაქტორებია:  კონფლიქტის ზონასთან სიახლოვე  და სატრანსპორტო იზოლაცია, დევნილთა დამოკიდებულება სახელმწიფო დახმარებაზე. ასევე, საზოგადოების ძლიერი პოლიტიზირება, დათრგუნული სამოქალაქო ინიციატივით და ხელისუფლების მიმართ შიშის სინდრომი. საზოგადოების კონსერვტაულობა, რომელიც ეფუძნება პატრიარქალურ ფასეულებობებს. მისივე თქმით, ჩატარებული კვლევის შედეგები და რეკომენდაციები გადეგზავნა სამინისტროებს, სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციას და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს. 
აფხაზეთის სასაზღვრო ზოლთან მოსახლეობის საჭიროებების კვლევა 2012 წლის ზაფხულში ჩატარდა. კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის კონფლიქტების თავიდან აცილების გლობალურმა ფონდმა დააფინანსა.



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)