en
ge

თბილისის სააპელაციო სასამართლომ საია-ს საარჩევნო დავა ნაწილობრივ დააკმაყოფილა

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) საჩივარი, რომელიც საარჩევნო უბნებზე მოსული ამომრჩევლების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას ეხებოდა, სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
„საია მიიჩნევდა, რომ საარჩევნო უბნებზე პოლიტიკური პარტიების - „ქართული ოცნებისა" და „მემარცხენე ალიანსის" წარმომადგენლების რეგისტრატორების უკან განთავსება იმ მიზნით, რომ აღერიცხათ მოსული ამომრჩევლის სიითი ნომრები (რითაც შესაძლებელი ხდებოდა მოსული ამომრჩევლების შესახებ ინფორმაციის შეგროვება), წარმოადგენდა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას და საუბნო კომისიის თავმჯდომარეები ვალდებულნი იყვნენ მოეხდინათ შესაბამისი რეაგირება. მიუხედავად იმისა, რომ საია-ს დამკვირვებლებმა აღნიშნულ საკითხზე საჩივრები წარადგინეს როგორც საუბნო საარჩევნო კომისიაში, ასევე შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, წარდგენილი საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ჩაითვალა, რომ ადგილი არ ჰქონია დარღვევას. ასეთივე განმარტება გააკეთა თბილისის საქალაქო სასამართლომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ შეცვალა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, ბათილად ცნო #3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება საია-ს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და დაავალა ახალი აქტის გამოცემა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023