თბილისი. "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) ადგილობრივი არჩევნების დროს წარმოქმნილი საჩივრების განხილვის პროცესს აფასებს.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ამ დროისთვის დამუშავებული შუალედური მონაცემებით, 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრის დღის, ხმის დათვლის პროცესისა და არჩევნების შემდგომ პერიოდში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში 194 საჩივარი წარადგინა. აქედან 42 საჩივარი დაკმაყოფილდა, 30 ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 80 არ დაკმაყოფილდა და 6 საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. საჩივრები, რომლითაც მოთხოვნილია კომისიის წევრებისთვის ადმინსიტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება ჯერ ისევ განხილვის ეტაპზეა.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი