თბილისი. ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კერძო სკოლაში დისკრიმინაციის ფაქტის აღმოსაფხვრელად წერილობით მიმართა.
„როგორც ორგანიზაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 10 ოქტომბერს აცნობა – „დაწყებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ახალი დებულების შემუშავება. აღნიშნული დოკუმენტის სამუშაო ვერსიაში განსაზღვრულია კერძო სკოლებში ბავშვის უფლებადარღვევის ფაქტებზე რეაგირების მექანიზმი. ასევე, სკოლებს მოეთხოვებათ, კონკრეტულად გაწერონ ბავშვის მიმართ ძალადობის მოკვლევის პროცესის მიზნები, ფუნქციები და პროცედურები", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: phrgeorgia.wordpress.com