თბილისი. 8 ნოემბერს სასტუმრო „ბილტმორი თბილისი" უმასპინძლებს კონფერენციას - „ნარკოპოლიტიკის რეფორმა საქართველოში", რომელიც ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმისა და საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით იმართება.
ქართული ნარკოპოლიტიკის რეფორმის მიმდინარეობის შეფასებას კონფერენციაზე ხელისუფლების წარმომადგენლები და სამოქალაქო საზოგადოების წევრები გააკეთებენ, საერთაშორისო ექსპერტები კი, ამ მიმართულებით სხვა ქვეყნების გამოცდილებას წარმოადგენენ.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი