თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქვეყნებს ბლოგპოსტს: „რას პასუხობს სახელმწიფო, პოლიციის კონტროლის ქვეშ გარდაცვლილის ოჯახს?!"
„კადრების არ არსებობის გადაფარვის მიზნით განვითარდა მოსაზრება, რომ პოლიციის თანამშრომელი არ არის ვალდებული მოქალაქესთან ურთიერთობის დროს ჩართოს ვიდეო კამერა. სანამ რთული ფორმულირებით შეუდგებით ამოცანის ამოხსნას, მარტივად დავსვათ რიტორიკული შეკითხვა: რა მიზანს ემსახურება კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილება, რომლითაც საპატრულო ეკიპაჟი აღიჭურვა ვიდეო ტექნიკით?!
ზედმეტი განმარტებების გარეშე ნათელია, რომ პოლიციის თანამშრომელს, რომელიც წარმოადგენს ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთ მხარეს ჭირდება, რომ საკუთარი პოზიცია გაამყაროს უტყუარი მტკიცებულებით, თუნდაც ისეთით როგორიც არის ვიდეო თვალის მიერ გადაღებული კადრები", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge