en
ge

ყოფილი პატიმრების ინტეგრაციის პროგრამა

სამცხე–ჯავახეთი. ასოციაცია „ტოლერანტმა" პროექტის – „ყოფილი პატიმრების ინტეგრაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა სამცხე–ჯავახეთის რეგიონში" ფარგლებში ყოფილი პატიმრების ანკეტირება დაიწყო. პროექტის მიზანია სამცხე ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები ყოფილი პატიმრების ინტეგრაცია, რეაბილიტაცია, მათი უფლებების დაცვა და საზოგადოების ნდობის ამაღლება. პროექტის სამიზნე ჯგუფს ყველა ის პატიმარი წარმოადგენს ვინც ბოლო ორი წლის მანძილზე 2010-2013 წლებში დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება.
პროექტის აქტივობის – ანკეტირების მიზანს წარმოადგენს ბენეფიციართა საჭიროების გამოვლენა იურიდიული, ფსიქოლოგიური და სამედიცინო მომსახურების კუთხით. კვლევის შემდგომ კი პროექტის მორიგი ეტაპი დაიწყება, რომლის მიხედვითა ყოფილი პატიმრებს შორის ოთხი ჯგუფი შეირჩევა და 35 პატიმარი სხვადასხვა გადასამზადებელ კურსს გაივლის.
წყარო:www.toleranti.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)