თბილისი. 9-10 ნოემბერს, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში გაიმართა ტრენინგის მეორე ეტაპი „ევროკავშირის სამართალთან დაახლოება: სახელმძღვანელო/გზამკვლევი საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სამართალთან".
„ტრენინგის მიზანია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კოლეგებს, საქართველოს პარლამენტის, სამინისტროებისა და სხვა საჯარო უწყებების თანამშრომლებს გააცნონ სახელმძღვანელო/გზამკვლევი და ის ერთიანი მიდგომები, რაც ასახულია ნაშრომში. სახელმძღვანელო/გზამკვლევი შემუშავდა იუსტიციის სამინისტროს მიერ ევროკავშირის სამართალთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით. ტრენინგს წინ უსწრებდა მოსამზადებელი პერიოდი, რაც გულისხმობდა ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას ამ მიმართულებით (ToT)", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში