თბილისი. 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმარველობის არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს ქუთაისის, ოზურგეთის, ბორჯომის, ხაშურის, მარტვილისა და ყაზბეგის ოლქებში გაიმართება.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას ექვსივე ოლქში გრძელვადიანი დამკვირვებლების მეშვეობით აკვირდებოდა.
დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ და მეორე ტურებს შორის პერიოდი პოლიტიკური ნიშნით მუქარა-ზეწოლისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფონზე მიმდინარეობს ოზურგეთში, რაც ხელს უშლის თანასწორ და თავისუფალ წინასაარჩევნო გარემოს”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: www.isfed.ge