შიდა ქართლი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ხაშურში მომხდარი ინციდენტის სრულყოფილ გამოძიებას ითხოვს.
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა, რომლებიც მანქანებით გადაადგილდებოდნენ ქალაქში, მაშხალები ესროლეს რამაზ ნოზაძის ოფისს. აღნიშნული ფაქტის შემდეგ, ოფისიდან გამოვიდნენ რამაზ ნოზაძის მხარდამჭერები, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას, რა დროსაც, მსუბუქად დაშავდნენ მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდამჭერები, სულ 3 ადამიანი, მათ შორის 1 ახალგაზრდა ქალი. დამოუკიდებელი კანდიდატის შტაბის ინფორმაციით, ინციდენტში ქართული ოცნების მხრიდან მონაწილეობდა ხაშურის თვითმმართველობაში დასაქმებული რამდენიმე საჯარო მოხელე", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი